გორის მერიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალაქ გორსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ე.წ “მწოლიარე პოლიციელების” რაოდენობა იზრდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
თანხმობის შედეგად, მერია ხელოვნურ ბარიერებს შემდეგ ქუჩებზე დაამონტაჟებს:
ქალაქ გორში, რუსთავის ქუჩა №8-ის მიმდებარედ; ქალაქ გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩა №81-№82-ის წინ და კოსტავას ქუჩა №69-№80-ის წინ; ქ. გორში, თუთარაშვილის ქუჩაზე (სტალინის სახლ-მუზეუმის უკან); ქ. გორში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე.
რაც შეეხება სოფლებს, გადაწყდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში (ყოფილი კანტორის მიმდებარედ) ასფალტირებულ გზაზე, შესაბამისი საგზაო ნიშნებით, განთავსდეს ზემოაღნიშნული “უსწორმასწორობა”.