იმერეთში ტურისტულად მიმზიდველი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს

610

იმერეთში ტურისტულად მიმზიდველი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს.

იმერერთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  რეგიონის მასშტაბით საპილოტე პროექტების შერჩევა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, წარდგენილი 55 პროექტიდან რამდენიმე შეარჩიეს და შესაბამისად განხორციელდება მათი რეაბილიტაცია.

“საპილოტე პროექტებს ადგილზე ეცნობა სამუშაო ჯგუფი. საპილოტე პროექტების განხილვისა და მოწონების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შემდეგ ეტაპზე იმსჯელებს პროექტების დაფინანსებაზე.

საპილოტე პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს: ტურისტულად მიმზიდველი ახალი ლოკაციების შექმნა, ქალაქის ისტორიული და ცენტრალური ნაწილის მოწესრიგება, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და სხვა მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებასა და მოდერნიზაციას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმერეთში საპილოტე პროექტებისთვის შერჩეული ადგილები სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.