საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის სამ რეგიონში, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვა (ტეა) სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.
„ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ...
გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხში, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს "ბი ემ სი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 115 000 ლარი არის გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით ერთმანეთთან აკავშირებს.
„ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები: გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი უკავშირდებიან საქართველოს...
დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ის მუშაობას, მკურნალობის პარალელურად, დისტანციურად აგრძელებს.
"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარეგანათების მოწყობა განისაზღვრა. გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, გაბიონებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება.
"პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს...
გორში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.
„სამუშაოებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო. მიმდინარეობს სველი წერტილების, მწვრთნელების ოთახების და ოთხი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. სამუშაო პროცესი ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს. სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას 1500 - ზე მეტი აღსაზრდელი ეუფლება“, - აღნიშნულია...
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობა დატოვეს. ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე პოსტიიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს წავიდნენ.
ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი დაპირისპირება არ არის, ის გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად რჩება.
ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა.
ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
"ამ ეტაპზე სკოლის შენობაში მიმდინარეობს ძველი ნალესის ჩამოყრა, მოხდა ძველი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დემონტაჟი, იცვლება შენობის იატაკი და ჭერი, პარალელურად სკოლის ეზოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ დარბაზი, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს შენობაში ლიფტის მოწყობა", - ამბობენ მერიაში.
აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბესტ ბილდინგ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. მათივე ცნობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, უკვე გამოცხადდა ტენდერი აღნიშნულ სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ.
"ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სკოლის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ....
ტყიბულში ახალი N4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა და 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო.
"საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც",...
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გიორგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება ახალგაზრდების საჭიროებებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორს გააქტიურებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებას არ წარმოადგენს.
"საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს მხარდაჭერა...
სსიპ კოლეჯ „მოდუსსა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, სადიპლომო პროფესიული პროგრამების და მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში პროფესიული სტუდენტებისთვის და მსმენელთათვის გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება, კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოაწერა ხელი.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, სხვადასხვა პროექტთან ერთად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე კეთდება.
მათივე ცნობით, ტერიტორია 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.
„სივრცეში განთავსდება საპარკე ფურნიტურა, მოეწყობა განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. ასევე, დაიგება რულონური ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების...
ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოში 171 ადამიანი მუშაობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მუნიციპალური ორგანიზაციის ინფორმაციით, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შორის 120 მძღოლია 34 კი ტექნიკური სამსახურის, მონიტორინგის სამსახურის, ცხელი ხაზის და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. შტატიანი კი ტრანსპორტის სააგენტოში 17 პირია.
ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 2020 წლის ივლისში დაფუძნდა, წლის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან მის დასაფინანსებლად 100 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს აღნიშნული ა(ა)იპ-ის სუბსიდირება 1 მლნ...
ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით, ქუჩების მოკირწყვლა 2021 წელსაც გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, ქვაფენილი წელს ოთხ ქუჩაზე დაიგება.
"ბოლნისის ისტორიულ ნაწილში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ქვაფენილის დაგება წელს მთლიანად დასრულდება. ქვაფენილი მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებშიც მოეწყობა", - აცხადებენ ბოლნისის მერიაში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობირივი ბიუჯეტიდან 1 422 885 ლარია გამოყოფილი.
ქალაქ მცხეთაში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით კომპანია შპს "ხარისხი“ აწარმოებს.
მცხეთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სკვერში ორი საბავშვო ზონა მოეწყობა, დაიგება რეზინის ფილები, გაკეთდება ქვიშის მოედანი, ორდონიანი ატრაქციონები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საქანელა და აიწონა-დაიწონა.
"არსებული სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს პანდუსის მოწყობის და მოსასვენებელი ზონების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































