ტყიბულში ახალი N4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა და 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო.
“საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც”, – განმარტავენ მერიაში.