გორში 9 თვის წინ შექმნილმა სააგენტომ 171 ადამიანი დაასაქმა

259

ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოში 171 ადამიანი მუშაობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მუნიციპალური ორგანიზაციის ინფორმაციით, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შორის 120 მძღოლია 34 კი ტექნიკური სამსახურის, მონიტორინგის სამსახურის, ცხელი ხაზის და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. შტატიანი კი ტრანსპორტის სააგენტოში 17 პირია.

ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 2020 წლის ივლისში დაფუძნდა, წლის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან მის დასაფინანსებლად 100 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს აღნიშნული ა(ა)იპ-ის სუბსიდირება 1 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს. ორგანიზაციის დირექტორი კი გორის ყოფილი მერი, ზურაბ ჯირკველიშვილია.