ვანის სოფელ ბზვანში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

634

ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

“ამ ეტაპზე სკოლის შენობაში მიმდინარეობს ძველი ნალესის ჩამოყრა, მოხდა ძველი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დემონტაჟი, იცვლება შენობის იატაკი და ჭერი, პარალელურად სკოლის ეზოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ დარბაზი, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს შენობაში ლიფტის მოწყობა”, – ამბობენ მერიაში.

აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბესტ ბილდინგ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

“როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თნახმად, სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება”, – თქვეს მერიაში.