თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობა დატოვეს. ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე პოსტიიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს წავიდნენ.
ფაქტს ადასტურებს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი დაპირისპირება არ არის, ის გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად რჩება.
ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა.