გორში ცენტრალურ სასპორტო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

436

გორში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.

„სამუშაოებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო. მიმდინარეობს სველი წერტილების, მწვრთნელების ოთახების და ოთხი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. სამუშაო პროცესი ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს. სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობას 1500 – ზე მეტი აღსაზრდელი ეუფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.