წელს ბოლნისის ოთხ ქუჩაზე ქვაფენილი მოეწყობა

680

ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით, ქუჩების მოკირწყვლა 2021 წელსაც გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, ქვაფენილი წელს ოთხ ქუჩაზე დაიგება.

“ბოლნისის ისტორიულ ნაწილში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ქვაფენილის დაგება წელს მთლიანად დასრულდება. ქვაფენილი მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებსა და მიმდებარე ჩიხებშიც მოეწყობა”, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობირივი ბიუჯეტიდან 1 422 885 ლარია გამოყოფილი.