მარნეულის მერიამ კოლეჯ მოდუსთან მემორანდუმი გააფორმა

426

სსიპ კოლეჯ „მოდუსსა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სადიპლომო პროფესიული პროგრამების და მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში პროფესიული სტუდენტებისთვის და მსმენელთათვის გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება, კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოაწერა ხელი.