გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

728

გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხში, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “ბი ემ სი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 115 000 ლარი არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.