2020 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა

675

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარეგანათების მოწყობა განისაზღვრა. გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, გაბიონებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება.

“პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 700 000-მდე ლარის ღირებულების 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.