ქალაქ მცხეთაში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით კომპანია შპს “ხარისხი“ აწარმოებს.
მცხეთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სკვერში ორი საბავშვო ზონა მოეწყობა, დაიგება რეზინის ფილები, გაკეთდება ქვიშის მოედანი, ორდონიანი ატრაქციონები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საქანელა და აიწონა-დაიწონა.
“არსებული სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს პანდუსის მოწყობის და მოსასვენებელი ზონების ისე მოწყობას, რომ არ გაჭირდეს მათთვის გადაადგილება და დასვენება.
მოსასვენებელ ზონაში მოეწყობა სკამები, ურნები, ლამპიონები, მოხდება ძველი ფანჩატურის გამაგრება, მოპირკეთდება და მოეწყობა მაგიდა და სკამები. სკვერის შიდა პერიმეტრზე მოხდება ბეტონის დეკორატიული 3D ფილების დაგება. დაირგვება ღვია, ბურთისებრი წყავი, ფოტინია, ტუია, ვერცხლისფერი ნაძვი, ვერცხლისფერი კიპარისი და სეზონური ქრიზანთემები. სკვერის გარშემო კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთდება, ასევე, მოხდეება მოაჯირის დაზიანებული მხატვრული დეტალებვის აღდგენა, გაწმენდა და შეღებვა. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრის და დეკორატიული შადრევანის მოწყობა”, – განმარტავენ მერიაში.