ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის კოვიდით ინფიცირების მაჩვენებლების ზრდასთან ერთად კოვიდკლინიკებში საწოლების დამატების საშუალება გვაქვს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა. „დღეისთვის კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. ეს მიმდინარე პროცესია და იმის მიხედვით თუ რა საჭიროება იქნება კოვიდკლინიკებში საწოლების დამატების საჭიროება არსებობს, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მალე შეუძლიათ...
კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ, - ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს ყველა რეგიონში, ინციდენტობის მაჩვენებელი მომატებულია. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ უკვე აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდსტატისტიკაც შეაფასა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი და ეს მაჩვენებელი...
სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შესატანი ცვლილებები დღეს, 5 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ საკრებულოს წარუდგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამ ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამების დაფინანსება გაიზარდა: ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხა 700 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა; გაორმაგდა სამედიცინო გამოკვლევებისთვის გასაცემი თანხის ოდენობა და 500...
სოფელ გამარჯვებაში ორი ახალი ჭაბურღილისა და სადაწნეო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 148 553 ლარი შეადგინა და ის გამარჯვებაში სასმელი წყლის დებეტს მნიშვნელოვნად გაზრდის. უახლოეს პერიოდში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით არაერთი გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, რაზეც 56 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საქართველოს რეგიონებში სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ახალგაზრდას, რომელიც 18-დან 30 წლამდეა და სურს გახდეს მეწარმე. “ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ პროფესიონალების გამოცდილება, გაიმარჯვონ და განახორციელონ საკუთარი იდეები. ისინი მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს”, – განმარტავენ ორგანიზატორები. 12 აპრილს საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 13 აპრილს  სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14 აპრილს თბილისსა...
შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატს, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება. დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა კომისიებში დასრულებულია და მისი განხილვა პლენარული სხდომის ფორმატში მოხდება. დავით გაბაიძის განცხადებით, პირველივე პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე და გადაწყდება შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება. მისივე...
video
წინა სტატია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყოველწლიურად იზრდება. მაჩვენებელი, პირველ შემთხვევაში ხუთ, ხოლო მეორე შემთხვევაში 14 %-მდე აღწევს. გაზრდილ სტატისტიკაზე, ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს. მათ შორის, უკანასკნელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გაავრცელა. IDFI-ის ცნობით, ა(ა)იპებში დასაქმებულთა გაზრდილი სტატისტიკის მაჩვენებელი, განსაკუთრებით თვალსაჩინო, ქუთაისის, რუსთავისა და ქობულეთის ფონზეა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ეს...
16 აპრილს 14 საათზე თელავის ტექნოპარკში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ახალგაზრდას, რომელიც 18-დან 30 წლამდეა და სურს გახდეს მეწარმე. "ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ პროფესიონალების გამოცდილება, გაიმარჯვონ და განახორციელონ საკუთარი იდეები. ისინი მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს", - განმარტავენ ორგანიზატორები. პროექტი ხორციელდება გაერო-ს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი არ უნახავს და მისთვის უცნობია რა მიზეზით გაათავისუფლეს ირაკლი ჯინჭარაძე. „გადაწყვეტილების მიმღები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია და რას ეფუძნება გადაწყვეტილება, მას უნდა ჰკითხოთ. თუ თქვენ გაინტერესებთ, კონკრეტული გადაწყვეტილების დასაბუთება რამდენად სწორად არის გათავისუფლებული, რამდენად დამაჯერებელია ეს გადაწყვეტილება, მინდა...
პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესული დეპუტატის, სუმბატ კიურეღიანის მამას, სეირან კიურეღიანს ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ ნდობა მეოთხედ გამოუცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 12 აპრილს დეპუტატის მამა ნინოწმინდის N41 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით ისევ აირჩიეს. „სეირან კიურეღიანი ცესკომ საოლქოს წევრად აირჩია,  N41 საარჩევნო კომისიის წევრებმა კი  - თავმჯდომარედ“,- განაცხადა ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ. სუმბატ კიურეღიანი მეათე მოწვევის პარლამენტის...
video
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 აპრილს 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 8 260 500 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ სიუჟეტს ჩემი ხარაგაული ავრცელებს. ბიუჯეტში, წლის განმავლობაში, დაახლოებით 23 ცვლილება შევიდა და საბოლოოდ შემოსავლები 16 102 900 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 104, 6 %-ით შესრულდა; გეგმის ზევით მობილიზებულია 702 500 ლარი, თუმცა 2019...
ნუგზარ გოლუბიანი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულია. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაშუკეთში სამაცივრე მეურნეობის გახსნას აპირებს, საკუთარ ბაღებში მოყვანილი ჟოლოს შესანახად. თანამედროვე შოკური გაყინვის მეთოდით შენახული ეს პროდუქტი სტრუქტურას არ იცვლის. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  რამდენიმე წლის წინ ნუგზარ გოლუბიანმა პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეშვეობით, თავის ძმასთან ერთად, 0,5 ჰექტარზე ჟოლო გააშენა. წელს პირველ მოსავალს ელოდებიან. ჟოლო მალფუჭებადი პროდუქტია და აუცილებელია...
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 151 ათასი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 296 ადამიანით გაიზარდა და 541 764 შეადგინა — ეს საქართველოს მოსახლეობის 14,5%-ია. ამის შესახებ on.ge წერს. დახმარების მიმღებთა რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მასშტაბურია სიღარიბე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე...
წინა სტატია შემდეგი სტატია სახალხო დამცველი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო. "სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", — წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება. ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი...
„აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ USAID-ი მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას ეხება. „ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, USAID-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგროტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს. „დღეს, აშშ. ელჩმა...
იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც მერია ბიუჯეტიდან ბინის ქირას უხდის, არ უმჯობესდება,- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე ოჯახებს დამატებაც უწევთ, რადგან სამას ლარად ბინის დაქირავება ფაქტიურად შეუძლებელია. ,,2021 წლის მარტის მდგომარეობით თბილისის მერიის რაიონული გამგეობები 1742 ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფენ. (ძირითადად ოჯახზე 300 ლარია გათვალისწინებული). აქედან 378 ოჯახი ქირით გაყვანილია ავარიული და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ