სოფელ გამარჯვებაში ორი ახალი ჭაბურღილისა და სადაწნეო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ღირებულებამ 148 553 ლარი შეადგინა და ის გამარჯვებაში სასმელი წყლის დებეტს მნიშვნელოვნად გაზრდის.
უახლოეს პერიოდში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით არაერთი გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, რაზეც 56 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.