რეგიონებში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

676

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საქართველოს რეგიონებში სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ახალგაზრდას, რომელიც 18-დან 30 წლამდეა და სურს გახდეს მეწარმე.

“ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ პროფესიონალების გამოცდილება, გაიმარჯვონ და განახორციელონ საკუთარი იდეები. ისინი მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს”, – განმარტავენ ორგანიზატორები.

12 აპრილს საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 13 აპრილს  სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14 აპრილს თბილისსა და გურიაში, 15 აპრილს იმერეთსა და ქვემო ქართლში, 16 აპრილს კი კახეთში ჩატარდება.

პროექტი ხორციელდება გაერო-ს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.