პარლამენტის დეპუტატის მამა ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარედ მეოთხედ აირჩიეს

756

პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესული დეპუტატის, სუმბატ კიურეღიანის მამას, სეირან კიურეღიანს ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ ნდობა მეოთხედ გამოუცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

12 აპრილს დეპუტატის მამა ნინოწმინდის N41 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით ისევ აირჩიეს.

„სეირან კიურეღიანი ცესკომ საოლქოს წევრად აირჩია,  N41 საარჩევნო კომისიის წევრებმა კი  – თავმჯდომარედ“,- განაცხადა ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ.

სუმბატ კიურეღიანი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, მანამდე კი მას ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.