USAID-ი: აგროტურიზმს სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს

423

„აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს“, – ამის შესახებ USAID-ი მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას ეხება.

„ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, USAID-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგროტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს.

„დღეს, აშშ. ელჩმა კელი დეგნანმა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ უდაბნოში აგრიტურიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ციფრული პლატფორმა AgroGate-ის პრეზენტაცია შედგა.

პლატფორმა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-სა და Mastercard-თან პარტნიორობით შექმნა, ასახავს აგრიტურისტულ საიტებს სამხრეთ კავკასიაში და მომხმარებლებს უშუალოდ ტურისტულ ოპერატორებთან კავშირის საშუალებას აძლევს. თქვენც სცადეთ პლატფორმა AgroGate.world-ზე“, – აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.