საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.
„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება....
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, 3 500 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი სრულად ამორტიზებული იყო.
პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პარმა“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 220 000 ლარი არის გათვალისწინებული.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტადიონის შემოსაღობად 27 000 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, ადგილობრივები აღნიშნული სტადიონის მოწესრიგებას რამდენიმე წელია ითხოვენ.
ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი თქმით, ზესტაფონის მერი თაღლითობისათვისაა ნასამართლევი.
აქციის მსვლელობისას მერ გიორგი გოგლიჩიძესა და „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ლევან ჭანტურიძეს შორის, რომელიც მმართველი პარტიიდან გუშინ გარიცხეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მერს კორუფციაში ადანაშაულებენ. ამასთან ჭანტურია ზესტაფონის მერისგან მოითხოვს, გაასაჯაროვოს...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციის სამუშაოები დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, ნაგავსაყრელები ეტაპობრივად მოწესრიგდება.
„მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სტიქიური ნაგავსაყრელი ეტაპობრივად მოწესრიგდება. მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებითა და მათ მიერ დანერგილი მეთოდებით, არცთუ ისე რთულია, მაგრამ რთულია იმის მოფიქრება, როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, მინიმალური რესურსით. თუმცა, გამოსავალი, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს. სტიქიური ნაგავსაყრელები, როგორც...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანანაურისა და სოფელ აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ლაგოდეხის მერიის ცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, 700 მეტრი გზის მონაკვეთზე დაიგო ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 299 780 ლარს შეადგენს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოსახლეობამ სასმელი წყლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამოდენიმე კვირაა რაც სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ამიტომ მოსახლეობამ ჯერ გორის მერიასთან გამართა აქცია შემდეგ კი სოფლის ცენტრში გადაინაცვლა.
მერის რწმუნებული დიცის თემში, მურმან ბადაშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ მერია საქმის კურსშია და მათი მხრიდან რეაგირებას ელოდება.
"ტრანსფორმატორი დაზიანდა, რომლის საშუალებითაც სოფელი სასმელი წყლით...
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს. ამჟამად აკაკის ქუჩაზე სრულდება 5 მოსაცდელის მოწყობა რომელსაც შპს " ნიუ პოვერი“ ახორციელებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მოსაცდელების მოწყობა, გათვალისწინებულია ქუჩების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის პროექტებით, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, ვითარდება ახალი სამარშრუტო ქსელი. ეს...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
კვლევევების მიზეზი, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ბრიტანული შტამის სწრაფი გავრცელებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ეპიდზედამხედველობაც გაძლიერებულია.
“გაფართოებული ტესტირება დავიწყეთ და ამავდროულად, ეპიდზედამხედველობა გავაძლიერეთ თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულ და კონტაქტირებულ პირებზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამსახურებიც გვეხმარებიან.
ასევე, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, განიხილება სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში , ცეკვის, მუსიკის სასწავლებლებში და სხვა ორგანიზებულ...
აქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურდღებოა.
როგორც გაბუნია აცხადებს, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.
„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე,...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის "აგრესიული" მატების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში კვლავ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ერთი დღის დადებითობის მაჩვენებლებით არ ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას უფრო ვრცელ პერიოდზე დაკვირვების შედეგად იღებს.
„2 კვირის მანძილზე ვაკვირდებით ამ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო პერიოდში 4%-ს უახლოვდება და...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, კოჯორში, იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორია შემოისაზღვრება დამცავი ბარიერით, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ტერიტორია ისტორიული მნიშვნელობისაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად მოწესრიგდება მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. ვფიქრობ,...
თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შესრულებულ სამუშაოებს და მიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.
„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ...
გორის მერი იმ კვლევის შედეგებს გაეცნო, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით ჩატარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნული კვლევის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების სოსო მეზვრიშვილის, მარიკა მღებრიშვილისა და თინათინ გოგატიშვილის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 800 - მდე ადამიანი გამოიკითხა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა როგორც ჩატარებული კვლევის, ასევე თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან ჯგუფის წევრებს და EECMD-ის...
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების პირველი ეტაპი დასრულდა.
გორის სახელწიფო უნივერსიტეტში სახელწიფო პროგრამით 385 - მა სტუდენტმა ისარგებლა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, მეორე ეტაპი მაისიდან დაიწყება.
"გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 385 სტუდენტი სწავლობს, აქედან 314 ბაკალავრი, ხოლო 71 მაგისტრანტია, რომელთა პირველი სემესტრის დაფინანსება სახელწიფოსგან უკვე განხორციელდა. მეორე სემესტრის ჩარიცხვები მაისიდან დაიწყება", - ამბობს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპს, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.
II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































