ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს. ამჟამად აკაკის ქუჩაზე სრულდება 5 მოსაცდელის მოწყობა რომელსაც შპს ” ნიუ პოვერი“ ახორციელებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მოსაცდელების მოწყობა, გათვალისწინებულია ქუჩების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის პროექტებით, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, ვითარდება ახალი სამარშრუტო ქსელი. ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალურად გამართულად და უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.