გორის უნივერსიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 385 სტუდენტს სწავლის გადასახადი დაუფინანსდა

543

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების პირველი ეტაპი დასრულდა.

გორის სახელწიფო უნივერსიტეტში სახელწიფო პროგრამით 385 – მა სტუდენტმა ისარგებლა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, მეორე ეტაპი მაისიდან დაიწყება.

“გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 385 სტუდენტი სწავლობს, აქედან 314 ბაკალავრი, ხოლო 71 მაგისტრანტია, რომელთა პირველი სემესტრის დაფინანსება სახელწიფოსგან უკვე განხორციელდა. მეორე სემესტრის ჩარიცხვები მაისიდან დაიწყება”, – ამბობს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია