გორის ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით გამოკითხვა ჩატარდა

712

გორის მერი იმ კვლევის შედეგებს გაეცნო, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთის მიზნით ჩატარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული კვლევის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების სოსო მეზვრიშვილის, მარიკა მღებრიშვილისა და თინათინ გოგატიშვილის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 800 – მდე ადამიანი გამოიკითხა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა როგორც ჩატარებული კვლევის, ასევე თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან ჯგუფის წევრებს და EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორს ზაზა ჭიპაშვილს მადლობა გადაუხადა განხორციელებული სამუშაოსთვის.

კვლევა ჩატარდა პროგრამის „რეგიონების გაძლირება დემოკრატიისთვის და ამომრჩეველთა ინფორმირება დემოკრატიისთვის„ (DRIVE Democracy) საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) პარტნიორობით. ნაკლების ნახვა