გაბუნია: იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას

294

აქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურდღებოა.

როგორც გაბუნია აცხადებს, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.

„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა გაბუნიამ.