ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
კვლევევების მიზეზი, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ბრიტანული შტამის სწრაფი გავრცელებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ეპიდზედამხედველობაც გაძლიერებულია.
“გაფართოებული ტესტირება დავიწყეთ და ამავდროულად, ეპიდზედამხედველობა გავაძლიერეთ თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულ და კონტაქტირებულ პირებზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამსახურებიც გვეხმარებიან.
ასევე, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, განიხილება სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში , ცეკვის, მუსიკის სასწავლებლებში და სხვა ორგანიზებულ დაწესებულებებში, შემზღუდველი ღონისძიებების დაწესების შესახებ საკითხი”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება 8 აპრილიდან გართულდა.