გორის სოფელ ხიდისთავში სტადიონის შემოსაღობად 27 000 ლარი დაიხარჯება

481

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტადიონის შემოსაღობად 27 000 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივები აღნიშნული სტადიონის მოწესრიგებას რამდენიმე წელია ითხოვენ.