გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოსახლეობამ სასმელი წყლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამოდენიმე კვირაა რაც სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ამიტომ მოსახლეობამ ჯერ გორის მერიასთან გამართა აქცია შემდეგ კი სოფლის ცენტრში გადაინაცვლა.
მერის რწმუნებული დიცის თემში, მურმან ბადაშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ მერია საქმის კურსშია და მათი მხრიდან რეაგირებას ელოდება.
“ტრანსფორმატორი დაზიანდა, რომლის საშუალებითაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდებოდა, დაახლოებით სამი კვირაა 120 ოჯახს წყალი არ მიეწოდება. ჩავაყენე საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები, ვიყავი ქალაქის მერთანაც, მანაც იცის და ველოდებით შეკეთებას. სოფელში არის ჭაბურღილი საიდანაც ხდება სასმელი წყლის მომარაგება”- ამბობს მურმან ბადაშვილი