მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, 3 500 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი სრულად ამორტიზებული იყო.
პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პარმა“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 220 000 ლარი არის გათვალისწინებული.