ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანანაურისა და სოფელ აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, 700 მეტრი გზის მონაკვეთზე დაიგო ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 299 780 ლარს შეადგენს.