საფრთხისშემცველი ხევები გურჯაანში. მუნიციპალიტეტში ყველაზე ხშირად პრობლემა ქალაქ გურჯაანში, სოფელ კალაურში, შაშიანში, ჭანდარსა და ვეჯინში იქმნება.
9 მაისს მოსული უხვი ნალექის შედეგად სწორედ ისინი ადიდდა და მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო სოფელ კალაურში. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხევების ნაწილი გაიწმინდა, თუმცა, პრობლემის აღმოსაფხვრელად დამატებითი თანხებია საჭირო. ამ თემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „ოუფენ ნეტის“ დირექტორი მარიამ სულაბერიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან...
წინა სტატია
თბილისში ის ფოტოხაფანგები მოიპარეს, რომელიც მოქალაქეების მიერ გარემოს დანაგვიანების ამსახველ კადრებს აფიქსირებდა.
თბილისის მუნიციპალური სამსახურის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს მოქალაქეები აზიანებენ ან უბრალოდ იპარავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ფოტოხაფანგების ზუსტ ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული არ არის, ვცდილობთ წითელი ხაზით არ მივუთითოთ ლოკაციები, რადგან სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს იპარავენ.
ეს ხაფანგები ძირითადად დამონტაჟებულია ტყეებთან, გზაზე, სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ბუნებაში ყრიან ნარჩენებს“,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ცენტრალური გზიდან ყოფილა საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 657 600 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 4 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება. ასევე, ბორდიური მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია შპს „პარმა“ ასრულებს და გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ აღნიშნული ქუჩის ნაწილს გასულ წელს...
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ნუცუბიძის V მიკრორაიონის I კორპუსი გადაიხურა, ნუცუბიძის V მიკრორაიონის V კორპუსში კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე პროექტის ღირებულება 17 600 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
სულ, მიმდინარე წელს სახურავის რეაბილიტაციის 25 პროექტი დაფინანსდა, რაზეც 286 000 ლარი გამოიყო.
ნაძალადევის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება.
რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე ბალახის გათიბვა-დასუფთავება, მწვანე ნარგავების მორწყვა, შემობარვა-გაფხვიერება, ორგანული სასუქის შეტანა და გამწვანების სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.
რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს 136 899 ლარს დახარჯავს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ივლისიდან დაიწყება 50-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა 13 დასახლებული პუნქტისა და 10 500 ადამიანისთვის. მოგვიანებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და 11 000 ადამიანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ასაშენებელი გვაქვს 5 000 კილომეტრის მაღალი ხარისხის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. განახლებულ სერვისებსა...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრაქტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში.
„ის სოფლები, რომლებიც დაცილებულია ურბანულ ცენტრებს და ჯერ...
ინტერნეტიზაცია ყველა რეგიონში განხორციელდება, ამის შემდეგ იქნება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით ათასს დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ პროექტით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ბატონ სებასტიანს მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში...
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის მდებარეობები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ დღეს შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაცით, რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, შეირჩა: გორის მუნიციპალიტეტში ცენტრალური (სტალინის) გამზირი, კასპის მუნიციპალიტეტში - ქალაქის ცენტრი და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი, ქარელის მუნიციპალიტეტში - ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ნინოშვილის...
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ამჯერად, რვა მისამართზე სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, მიმდინარე ხელშეკრულებით, ჯამში, 317 776 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს.
სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, გამგეობა ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, N6, N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ასევე, ზემო პლატოს N41 კორპუსის წინ მდებარე სკვერების კაპიტალურ რეაბილიტაციას გეგმავს.
ზემო პლატოს, N12 კორპუსის წინ სკვერის მოწყობა დაიგეგმა.
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად...
დისკრიმინაციულ მიდგომებში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში მხილებული ინგა გოგიბერიძე ერთი თანამდებობიდან წავიდა, თუმცა, მალევე უფრო საპასუხისმგებლო პოსტზე აღმჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, რომელიც ჩვენი ეთერიდან მაყურებელს სკანდალური ამბებით კარგად ახსოვს, აჭარის განათლების მინისტრმა დაასაქმა. რის საფუძველზე გამოუცხადა ხაჯიშვილმა მას ნდობა, არ ვიცით, რადგან მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს. განმარტებებს არ აკეთებს არც ბათუმის დანიშნული მერი. არჩილ ჩიქოვანმა...
აჭარაში სამი საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის N9 სკოლა - განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: ფასადის სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სველი წერტილების მოწყობა. პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია. მომდევნო წელს დაგეგემილია სკოლის შიდა სასწავლო სივრცის რეაბილიტაცია.
ბათუმის N26 სკოლა - განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: შენობის უკანა ფასადის შეფუთვა.პირველ ეტაპზე განხორციელდა სველი წერტილების რეაბილიტაცია.მომდევნო წელს დაგეგმილია სახურავის...
13 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ე. წ. „ღია ესტრადის“ საკითხს შეეხო.
„ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალი ჩაიდინეს, როცა შენობის შიდა ფასადის დემონტაჟი მოახდინეს, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თორნიკე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































