საფრთხისშემცველი ხევები გურჯაანში – გაიწმინდა თუ არა კალაპოტები

261

საფრთხისშემცველი ხევები გურჯაანში. მუნიციპალიტეტში ყველაზე ხშირად პრობლემა ქალაქ გურჯაანში, სოფელ კალაურში, შაშიანში, ჭანდარსა და ვეჯინში იქმნება.

9 მაისს მოსული უხვი ნალექის შედეგად სწორედ ისინი ადიდდა და მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო სოფელ კალაურში. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხევების ნაწილი გაიწმინდა, თუმცა, პრობლემის აღმოსაფხვრელად დამატებითი თანხებია საჭირო. ამ თემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.