სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, გამგეობა ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში, N6, N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ასევე, ზემო პლატოს N41 კორპუსის წინ მდებარე სკვერების კაპიტალურ რეაბილიტაციას გეგმავს.
ზემო პლატოს, N12 კორპუსის წინ სკვერის მოწყობა დაიგეგმა.
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა.