ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ნუცუბიძის V მიკრორაიონის I კორპუსი გადაიხურა, ნუცუბიძის V მიკრორაიონის V კორპუსში კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე პროექტის ღირებულება 17 600 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
სულ, მიმდინარე წელს სახურავის რეაბილიტაციის 25 პროექტი დაფინანსდა, რაზეც 286 000 ლარი გამოიყო.