აჭარაში სამი საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის N9 სკოლა – განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: ფასადის სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სველი წერტილების მოწყობა. პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია. მომდევნო წელს დაგეგემილია სკოლის შიდა სასწავლო სივრცის რეაბილიტაცია.
ბათუმის N26 სკოლა – განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: შენობის უკანა ფასადის შეფუთვა.პირველ ეტაპზე განხორციელდა სველი წერტილების რეაბილიტაცია.მომდევნო წელს დაგეგმილია სახურავის და ფასადის სრული რეაბილიტაცია.
ქვემო ახალშენის სკოლა – განხორციელდება პირველი ეტაპის სამუშაოები: პანდუსისა და ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა. შენობისა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ღია მოედნის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წელს.