მეჯვრისხევში ყოფილ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

309

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ცენტრალური გზიდან ყოფილა საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 657 600 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.