გლდანის გამგეობა: სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის, 317 776 ლარი დაიხარჯება

414

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამჯერად, რვა მისამართზე სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, მიმდინარე ხელშეკრულებით, ჯამში, 317 776 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს.