ღარიბაშვილი: რამდენიმე წელიწადში ინტერნეტიზაციის პროექტი დაახლოებით ათასს დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს

1749

ინტერნეტიზაცია ყველა რეგიონში განხორციელდება, ამის შემდეგ იქნება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით ათასს დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ამ პროექტით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ბატონ სებასტიანს მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი გურიაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი, ეკომომიკის მინისტრთან და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაცია გახსნა.