შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 4 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება. ასევე, ბორდიური მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია შპს „პარმა“ ასრულებს და გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ აღნიშნული ქუჩის ნაწილს გასულ წელს ჩაუტარა რეაბილიტაცია.