სკვერების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის გამგეობა წელს 136 899 ლარს დახარჯავს

707

ნაძალადევის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება.

რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე ბალახის გათიბვა-დასუფთავება, მწვანე ნარგავების მორწყვა, შემობარვა-გაფხვიერება, ორგანული სასუქის შეტანა და გამწვანების სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.

რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს 136 899 ლარს დახარჯავს.