დისკრიმინაციულ მიდგომებში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში მხილებული ინგა გოგიბერიძე ერთი თანამდებობიდან წავიდა, თუმცა, მალევე უფრო საპასუხისმგებლო პოსტზე აღმჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, რომელიც ჩვენი ეთერიდან მაყურებელს სკანდალური ამბებით კარგად ახსოვს, აჭარის განათლების მინისტრმა დაასაქმა. რის საფუძველზე გამოუცხადა ხაჯიშვილმა მას ნდობა, არ ვიცით, რადგან მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს. განმარტებებს არ აკეთებს არც ბათუმის დანიშნული მერი. არჩილ ჩიქოვანმა ჩართული კამერის წინ ჩვენს ჟურნალისტის არ უპასუხა, რა შედეგით დასრულდა გოგიბერიძის საქმიანობის შესახებ დაწყებვული მოკვლება საჯარო ბიბლიოთეკაში. კრიტიკულ კითხვებს დაემალა ბრალდებების ადრესატიც. ინგა გოგიბერიძე სამუშაო საათებში მაცნეს გადამღებ ჯგუფს ადგილზე არ დახვდა.
ინგა გოგიბერიძის საქმიანობა კარგად ახსოვს, მის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც, დღეს, პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. თამარ ბუთურიშვილი, ეჭვობს, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ახალი თანამდებობა, ისევ, ნეპოტიზმით დაიკავა. ბუთურიშვილის თქმით, ხელისუფლება გოგიბერიძის ირგვლივ არსებული კითხვებით არ დაინტერესებულა.
კორუფციასა და ნეპოტიზმში მხილებულმა, ბიბლიოთეკის უკვე ყოფილმა დირექტორმა, სამსახური, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, მეორე დღესვე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, სხვა საჯარო დაწესებულებაში მალევე დასაქმდა. იგი, ახლა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. რის საფუძველზე დაინიშნა, ან ვინ გაუწია რეკომენდაცია, უცნობია. მას სამსახურში მივაკითხეთ, მაგრამ, სამუშაო საათებში, ადგილზე არ დაგვხვდა. „მაცნე“-ს კამერებს და კრიტიკულ კითხვებს, გოგიბერიძე, კვლავ, გაურბის.
იმ ფონზე, როცა გოგიბერიძეს თანამშრომლებმა, სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს და სამსახურიდან წავიდა, დავინტერესდით, რატომ ან ვისი რეკომენდაციით დანიშნა, განათლების მინისტრმა ახალ თანამდებობაზე? მაია ხაჯიშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებების მტკიცებულებები არ არსებობს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, მას აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გუდავა, მფარველობს.
რატომ დატოვა თანამდებობა, ინგა გოგიბერიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს? კითხვა, ბათუმის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელსაც დავუსთვით. არჩილ ჩიქოვანმა ცინიზმით გვიპასუხა, რომ ეს ძველი ამბავია. ჩიქოვანმა არ უპასუხა კითხვას თუ რა შედეგით დასრულდა დაწესებულებაში მოკვლევა, რომელიც სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყო.
ნეპოტიზმისა და კორუფციის გარდა, ინგა გოგიბერიძის სახელს დისკრიმინაციული მიდგომის ფაქტიც უკავშირდება. გასულ წელს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მმართველობისას ინგა გოგიბერიძეს, სახალხო დამცველმა, ჰომოფობიურ ნიადაგზე, დისკრიმინაცია დაუდგინა. როგორც ჩანს გოგიბერიძე საჯარო სამსახურში საქმიანობას გავლენიანი მფარველების წყალობით ისევ აგრძელებს.