სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლის ინტერესებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 8 ივნისს თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული...
გარემოს დაცვის პოლიტიკის გატარებისას მოწოდება იყო მწვანე რეკრეაციული ზონების მიწოდება დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
„სამი წლის განმავლობაში მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში 100 ჰექტარი განახლებული რეკრეაციული სივრცეა. რამაც შედეგი მოახდინა დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს, 8 ივნისს საზოგადოებას გარემოს დაცვის მიმართულებით 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების ანგარიში ჩააბარა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2017-21 წლებში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი 195 მილიონი ლარია.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, მხოლოდ 2021 წელს გარემოს დაცვის მიმართულებით 85 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
“ვთვლი, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მყისიერი შედეგი, თუმცა იმასაც...
პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებული ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა ერთ თვეში გასაჯაროვდება. მანამდე ნათია თურნავამ BM.GE-ის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ გეგმა საკმაოდ კომპლექსური და რთულია. მისი სამუშაო ვერსია პირველ რიგში დონორებსა და საპარლამენტო კომიტეტებს წარედგინება, ხოლო შემდეგ საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ეს იქნება ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც გადახედვას დაექვემდებარება, რადგან 10 წლიანი გეგმის გაწერა ზედმიწევნით რთული იქნებოდა. მისი თქმით, 10-წლიანი გეგმა...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში არსებულ უძრავ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. 12 930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის საწყისი ფასი 1 320 000 ლარია. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
აუქციონი უპირობოა და ობიექტზე შესაძლო სანერგე მეურნეობა მოეწყოს.
აუქციონი 1 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა 15 ივნისს დასრულდება.
დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ ოლთისის პირველი ჩიხის მცხოვრებლები. მათი ინფორმაციით, გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე გაზისა და წყლის სადენების გასაყვანად მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების შემდეგ გზა აღარ მოაწესრიგეს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ უამინდობის დროს ტერიტორია იტბორება და გადაადგილება შეუძლებელია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მოსახლეობის...
სახანძრო-სამაშველო სამსახურის სენაკის განყოფილების თანამშრომელი, დათა შურღაია სამსახურიდან გაათავისუფლეს.
დათა შურღაიამ ლაივპრესს უთხრა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან ნათესაური კავშირის გამო გაუშვეს.
"მითხრეს, დაწერე განცხადება, რომ ვითომ ოჯახური მდგომარეობის გამო მიდიხარ სამსახურიდან. მე რიგითი მეხანძრე ვიყავი. არც თანამდებობა მქონდა, არც არაფერი, ცეცხლის ჩაქრობაზე ვმუშაობდი და მეტი არაფერი, მაგრამ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ მე და გიორგი გახარია და ალბათ ამიტომ. აზრი არ აქვს...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 104 678 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ თანხით მუნიციპალიტეტში 14 პროექტის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
დიდვაკის მრავალსართულიან ბინის რეაბილიტაცია – 202 904 ;
ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანი) – 250 000 ლარი;
თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) -114 000 ლარი;
ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) – 200 000;
ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი მეორე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 942 700 ლარის ოდენობით გაიზარდა და 54 063 300 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 52 120 600 ლარისა. შესაბამისი ცვლილება საკრებულომ 4 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერსს.
აღნიშნული თანხა მიზნობრივი ტრანსფერია, ის რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო და შემდეგ პროექტებს მოხმარდება:
თამარ მეფის ქუჩის, ყულიშკარისა (საროგაოს უბანი) და ცაცხვის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
ჭაქვინჯის (ბაღმარანის უბანი), ნარაზენის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საწყის ფასად კი, 1 200 00 ლარი მიუთითა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ნაკვეთის ფართობი 24 768 კვადრატული მეტრია.
"პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება" , - წერია აუქციონის პირობებში.
აუქციონი 9 ივნისს დასრულდება.
ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მუნიციპალიტეტში გამართულ თათბირზე ახალი მოადგილეები ალექსანდრე ტყებუჩავა და ზაქარია გვრიტიშვილი წარადგინა.
ფოთის მერიის ცნობით, გოჩა კურდღელიას პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტყებუჩავა დაინიშნა.
ალექსანდრე ტყებუჩავა სპეციალობით სამართალმცოდნეა, აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება და 2018 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„ალექსანდრე ტყებუჩავა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი...
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და ამ ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება მოისმინეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრებსა და ტენდენციებზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
კაკაურიძის თქმით, გასული წლის განმავლობაში ჯამში 4 მლრდ 500 მლნ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება განხორციელდა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების კუთხით არის გამორჩეული, რომელსაც დაგეგმილი ბიუჯეტის 120%-იანი...
4 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებისა და ადგილობრივი სახსრების ფარგლებში შევიდა.
„ხუთი სოფლისთვის მთავრობამ გამოყო 1 961 491 ლარი, ესა სოფელ დამიაში შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის, სოფელ დოლისყანის მისასვლელი გზის...
„ვაპირებთ, რომ საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით," - აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა გაკეთა, რომელმაც "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ, გადაწყვეტილება 4 ივნისს მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"თანამოაზრეები გვყავს, მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილების შესახებ. ვაპირებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით“, - აცხადებს ფანიაშვილი.
მამუკა ფანიაშვილი 2001-2003...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან დამატებით 350 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შეძენას თავდაპირველად 1 300 000 ლარად გეგმავდა. 2021 წლის 26 იანვარს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხუთ ახალ ავტობუსს 1 300 000 ლარად შეიძენდა, მაგრამ 4 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მამედოვმა განაცხადა,...
რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 945 500 ლარით გაიზარდა და 63 655 200 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა. ამის შესახებ ინფორუსტავი წერს.
სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება. მისი თქმით, 1 852 200 ლარი რუსთავისთბის გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2 053 000 ლარი ქონების გაყიდვიდან მისაღები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































