მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან დამატებით 350 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შეძენას თავდაპირველად 1 300 000 ლარად გეგმავდა. 2021 წლის 26 იანვარს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხუთ ახალ ავტობუსს 1 300 000 ლარად შეიძენდა, მაგრამ 4 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მამედოვმა განაცხადა, რომ ავტობუსების შესაძენად თანხის დამატება გახდა საჭირო.
„როგორც იცით, ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 1 300 000 ლარი ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად, კარგად იცით, რომ დოლარის და ევროს კურსის გაზრდასთან დაკავშირებით საჭირო გახდა 350 000-ს დამატება, “ – განაცხადა მამადოვმა.
მარნეულის მერიამ ხუთი ახალი ავტობუსი 2020 წელსაც შეიძინა რაშიც 1 311 000 ლარი დახარჯა.