მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი 44 982 000 ლარამდე გაიზარდა

553

4 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებისა და ადგილობრივი სახსრების ფარგლებში შევიდა.

„ხუთი სოფლისთვის მთავრობამ გამოყო 1 961 491 ლარი, ესა სოფელ დამიაში შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის, სოფელ დოლისყანის მისასვლელი გზის მოასფალტება, იმირჭალას გზების მოასფალტება, კირაჩმუღანლოს შიდა გზების მოასფალტება და სოფელ ხიხანის შიდა გზების მოასფალტება. რაც შეეხება ადგილობრივი სახსრების ფარგლებშ შეტანილ ცვლილებებს, მარადისის შიდა გზების რეაბილიტაციას, რომლისათვისაც ბიუჯეტში გვქონდა 350 000 ლარი გათვალისწინებული, მაგრამ მივიღეთ საპროექტო-სახარჯთაღრიცხოვ დოკუმენტაცია და 42 400 ლარამდე დასამატებელია. სოფელ ალავარის შიდა გზების რეაბილიტაციას 1 226 ლარს ვამატებთ, გარე განათების ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებისათვის 208 000-ს ვამატებთ, ქალაქ მარნეულში და სოფლებში 10 მინი სტადიონის აშენებისათვის ბიუჯეტში თანხა გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მირების შემდგომ ამ პროექტების განხორციელებისათვის 615 000 ლარამდე თანხის დამატება, 90 000-ს ვამატებთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სუბსიდიისათვის, მუნიციპალიტეტის ავტოპარკის სუბსიდირებას 100 000 ლარს, როგორც იცით ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 1 300 000 ლარი ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად, კარგად იცით, რომ დოლარის და ევროს კურსის გაზრდასთან დაკავშირებით საჭირო გახდა 350 000-ს დამატება. სოფელ ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის 65 780 ლარს ვამატებთ, 45 000 ლარით ვაფინანსებთ შშმ ბავშვების დაფინანსებას, ერთი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. დიოკნისის სასმელი წყლის სრული დასრულებისთვის 100 000 გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული და 566 000-ს ვამატებთ რომ სრულად დასრულდეს, ასევე სოფელ ბაითალოს სასმელი წყლის რეაბილიტაციას 256 000 ლარამდე ვამატებთ. ჯამში მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებში დასამატებელი გახდა 2 300 000-მდე ლარი“. – განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ბიუჯეტში შესული ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 44 982 000 ლარამდე გაიზარდა, საედანაც ადგილობრივი სახსრები 36 565 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 8 417 000 ლარს.