ბათუმში, ოლთისის ჩიხის მოსახლეობა დაზიანებული საავტომობილო  გზის რეაბილიტაციას ითხოვს

480

დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ ოლთისის პირველი ჩიხის მცხოვრებლები. მათი ინფორმაციით, გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე გაზისა და წყლის სადენების გასაყვანად მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების შემდეგ გზა აღარ მოაწესრიგეს. ადგილობრივები  ირწმუნებიან, რომ უამინდობის დროს  ტერიტორია  იტბორება და  გადაადგილება შეუძლებელია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მოსახლეობის პრეტენზიებს წერილობით უპასუხეს, სადაც ნათქვამია, რომ  “არსებობს პრობლემატური მისამართების ნუსხა  და აქტიურად  მიმდინარეობს სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადაში მოწესრიგდეს.