კალაძე: დღეს დედაქალაქში არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული

386

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლის ინტერესებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 8 ივნისს თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა.

„ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არცერთ ნებართვას და არ მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები, სპორტული კომპლექსები და ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამშაბატს, 8 ივნისს საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.