რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 945 500 ლარით გაიზარდა და 63 655 200 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა. ამის შესახებ ინფორუსტავი წერს.
სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, რა გზებით მოხდა 2021 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება. მისი თქმით, 1 852 200 ლარი რუსთავისთბის გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2 053 000 ლარი ქონების გაყიდვიდან მისაღები გაზრდილი შემოსავლია, 40 300 ლარი კი ეკონომიების შედეგად გამოვლენილი თანხა.
კავთიაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხები ძირითადად შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდა:
9 000 ლარი – რუსთავის კორპუსის ადმინისტრირების პროგრამა;
40 100 ლარი – ცხოველთა მონიტორინგის პროგრამა (საქონლისა და მომსახურების ნაწილში);
120 000 ლარი – მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების სამედიცინო პროგრამა;
240 600 ლარი – სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პროგრამა;
200 000 ლარი – საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა;
291 000 ლარი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა;
1 852 200 ლარი – გზებისა და ტრორუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა;
738 1000 ლარი – გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა;
335 000 ლარი – გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთების პროგრამა;
40 100 ლარი – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროგრამა;
25 300 ლარი – საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობის პროგრამა;
54 100 ლარი – ცხოველთა მონიტორინგის პროგრამა (არაფინანსური აქტივების ნაწილში).
კენჭისყრის შედეგად დეპუტატებმა აღნიშნული საკითხი დაამტკიცეს და რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.