გორის საკრებულოს დეპუტატი: ვაპირებთ, საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით

362

„ვაპირებთ, რომ საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით,” – აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა გაკეთა, რომელმაც “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ, გადაწყვეტილება 4 ივნისს მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“თანამოაზრეები გვყავს, მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილების შესახებ. ვაპირებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით“, – აცხადებს ფანიაშვილი.

მამუკა ფანიაშვილი 2001-2003 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების“ გორის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2003-2008 წლებში კი გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის “ქართულ ოცნებას”  2016 წლიდან შეუერთდა.