2021 წელს ხარაგაულში 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

413

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 104 678 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამ თანხით მუნიციპალიტეტში 14 პროექტის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

დიდვაკის მრავალსართულიან ბინის რეაბილიტაცია – 202 904 ;
ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანი) – 250 000 ლარი;
თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) -114 000 ლარი;
ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) – 200 000;
ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი მეორე ეტაპი) -109 649 ლარი;
ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია – 200 000 ლარი;
მაქათუბანში ორ უბანში გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია – 130 172 ლარი;
სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) – 100 000 ლარი;
უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 85 000 ლარი;
ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 128 452 ლარი;
ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 000 ლარი;
კიცხში საუბნო გზების რეაბილიტაცია – 172 069 ლარი;
ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 112 432 ლარი.