სახელმწიფო ზუგდიდში სასათბურე მეურნეობას ჰყიდის

552

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში არსებულ უძრავ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. 12 930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის საწყისი ფასი 1 320 000 ლარია. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

აუქციონი უპირობოა და ობიექტზე შესაძლო სანერგე მეურნეობა მოეწყოს.

აუქციონი 1 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა 15 ივნისს დასრულდება.