გორის მერია კარალეთში მიწას 1 200 000 ლარად ასხვისებს

431

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საწყის ფასად კი, 1 200 00 ლარი მიუთითა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ნაკვეთის ფართობი 24 768 კვადრატული მეტრია.

“პრივატიზაციიდან 2  წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – წერია აუქციონის პირობებში.

აუქციონი 9 ივნისს დასრულდება.