„ორშაბათიდან, სისტემა მზად იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა, მთვარობის სახელით, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე - როგორც პანდემიის დასაწყისში, გამოვიჩინოთ აქტიურობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, „350 ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის...
მარნეულში შეზღუდუ ლი შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო ოთხი პირის განცხადებას იხილავს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ადაპტირებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. შშმ პირთა საბჭოს სხდომა მარნეულში 30 ივნისს გაიმართა. მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს კალენდარული წლის მეორე სხდომა გაიმართა. შშმ პირთა საბჭოს სხდომას პირველად ესწრებოდა მარნეულის მერის ახალი მოადგილე როინ დეკანოიძე....
გორში დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, -  ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. "სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული, ბინები დევნილებს მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ" , - აცხადებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში. როგორც ცნობილია, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 68 ბინა შეისყიდა. ბინების მშენებლობის პროცესს სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და...
წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, გორში "ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატებზე მსჯელობს. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიაში 3 კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი მერობის კანდიდატი იქნება. სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან - ვასილ მახარაშვილი, გიორგი ქერდიყოშვილი და ზვიად ხმალაძე. სამივე მათგანი წარმოშობით გორიდანაა და მათ სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. იმ პერიოდში, ზვიად ხმალაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო; ვასილ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია კონკურსი 3 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე; ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე.  დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე : www.HR.gov.ge უნდა გაიარონ.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. გორის მერიის ცნობით, ნებართვის მიღების მსურველი პირების განაცხადებების მიღება პირველ ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ნაბართვის მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობა როგორც ფიზიკურ, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ. „განაცხადების მიღება მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5). წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა...
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნიკა სვიმონიშვილმა განაცხადა, მსურველებს განაცხადების შეტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეუძლიათ. „განაცხადების მიღება 6 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდება. როცა საბუთების მიღება დასრულდება, შემდეგ ეს განაცხადები გამოქვეყნდება და საჯარო იქნება. კომისიის თითოეული წევრის მსჯელობაც აისახება ოქმში და ოქმიც გასაჯაროვდება. რაც ჯერჯერობით არ ვიცით და არის...
დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დღეიდან, 2 ივლისიდან იკეტება აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტები იმოძრავებენ ალტერნატიული სვლაგეზებით, კერძოდ: აღმაშენებლის გამზირზე, აღმოსავლეთის მიმართულებით M2 ( მიკროავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა - დავითაშვილის ქუჩა - ასათიანის ქუჩა, M3 (ავტობუსები)...
video
შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განადგურების პირასაა. სოფელ ჩიქუნეთში, მალაყმაძეების ოჯახში აღმოჩენილ ღვინის მარანს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ადგილობრივები, შესაბამის სამსახურს, ძეგლის რესტავრირების თხოვნით მიმართავს. რას პასუხობენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში მალაყმაძეებს? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. „ილიას მარანს” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლიდან მიენიჭა. წინაპრების დანატოვარს მალაყმაძეების ოჯახი საგულდაგულოდ უვლის. ამირან მალაყმაძის მამა გარდაცვალებამდე...
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილთან ერთად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. გიორგი შუხოშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია მიაწოდა სამომავლო გეგმის შესახებ, რომელიც მოიცავს, როგორც რეგიონის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის განკუთვნილი მძიმე ტექნიკით აღჭურვას, ასევე მუნიციპალიტეტების...
ჩვენ გვაქვს გეგმა და დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვისაც უნდა ვესაუბროთ, არის საქართველოს მოსახლეობა, ისინი უნდა დავარწმუნოთ, ამიტომ ვერ იქონიებს გავლენას ისეთი ტიპის დისკუსიები, რომელიც ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს. ოპოზიცია ფანჩატურის პრინციპებს კვლავ ვერ სცდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ,...
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან, ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს მიუკერძოებელმა ადამიანმა, რომელიც გაუძლებს ზეწოლას, როგორც მთავრობისგან, ასევე ოპოზიციისგან. „ჩვენ ვართ ამ კომისიის წევრები. ამ კომისიაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის...
video
სოფელ ჯიხანჯურის მცხოვრებლების პროტესტი ქობულეთის მერიასთან. მოქალაქეების განმარტებით, მრავალწლიანი მცდელობისა და ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ქობულეთის მერის მოადგილესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა, რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ადგილობრივები პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.
გურჯაანში საპარკინგე ადგილები და ზებრა გადასასვლელები ხელახლა დაიხაზება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე საპარკინგე ადგილებსა და ზებრა გადასასვლელებს მონიშვნები აღარ ეტყობა, რის გამოც ქვეითად მოსიარულეებსა და მძღოლებს პრობლემები ექმნებათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაგეგმილია ნონეშვილის გამზირის ურბანული განვითრება, პროექტირებაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ხელახლა...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მიწის ნაკვეთების პასპორტიზაცია. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისი თქმით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა, ხოლო მიმდინარე ეტაპზე უწყების ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარეობს. „პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ ფარგლებში შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და...
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2022 წელს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაიზრდება. ნადარეიშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო სისტემის და კრედიტის თანადაფინანსების კომპონენტებს გააერთიანებს - ახალი პროგრამის მოცვა კი სუბსიდირების არსებულ პროგრამებზე ფართო უნდა იყოს. “2020-ში ავამოქმედეთ საკრედიტო საგარანტიო სისტემა, რომელიც ახდენს ბანკებში ახალი სესხების ნაღდი ფულით გარანტირებას უზრუნველყოფის 90%-ს ოდენობით. 2020 წლიდან დღევანდელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ